სვის კაპიტალი (swisscapital) არის მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. ორგანიზაცია 17 ფილიალით არის ბაზარზე წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით, სულ 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი და თელავი). კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ისე მიკრო და მცირე ბიზნეს დაკრედიტებას.
სვის კაპიტალი მომხმარებლებს სთავაზობს 4 თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობას საშუალოდ 100,000 ლარამდე ავტო სესხზე, თანაც შემოსავლების დადასტურების გარეშე. ამ შემთხვევაში ავტო სესხის გაცემის საკომისიო 0%-ს შეადგენს, გირავნობის ხარჯი 0 ლარს, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი კი მხოლოდ 50%-ს. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს სასურველი სესხი, სამი გზა არსებობს:
ავტო სესხის განაცხადებზე პასუხი დაახლოებით 20 წუთში ეგზავნება მომხმარებელს, ხოლო სრული პროცესი კი 30 წუთს არ აჭარბებს. სვის კაპიტალში სესხი გაიცემა მხოლოდ 21 წლის ასაკიდან ზევით. ამასთან, თანხა გაიცემა ქართულ ლარში, ხოლო მის მისაღებად კი საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
სვის კაპიტალში არ არის აუცილებელი ავტომობილის გადაფორმება კომპანიაზე, შესაძლებელია იგი დარჩეს მომხმარებლის სახელზე. სესხის გადახდის გრაფიკით დადგენილი ყოველთვიური შენატანით, მომხმარებელი ფარავს როგორც სესხის ძირითად თანხას, ისე დარიცხულ სარგებელსაც.
ლიზინგი არის პროდუქტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ სასურველი რაოდენობის თანხა მანქანის შესაძენად, მხოლოდ მისი ღირებულების 90%-მდე ოდენობით. ავტომობილის შერჩევის შემდეგ, საჭიროა ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება, ან ფილიალში მისვლა, ან სვის კაპიტალის მომსახურების ნომერზე (2 300 300) დარეკვა; პასუხს კი მომხმარებელი იმავე დღეს მიიღებს შემოსავლების დადასტურების გარეშე. ლიზინგის საშეღავატო პერიოდი კი 4 თვეს მოიცავს. სვის კაპიტალში, ფილიალიდან გაუსვლელად შესაძლებელია დაფინანსების საკმაოდ მარტივად და სწრაფად მიღება, საერთო ჯამში ეს პროცესი 45 წუთს არ აღემატება.
ავტო ლიზინგის პირობები სვის კაპიტალში:
სვის კაპიტალში ავტო ლიზინგით სარგებლობისთვის, საჭიროა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა და შესაძენი მანქანის ტექნიკური პასპორტი.
სვის კაპიტალი მომხმარებლებს ოქროს ლომბარდის სერვისს სთავაზობს საუკეთესო პირობებით, კომფორტული და სწრაფი მომსახურებით. სესხის აღება მომენტალურად შესაძლებელია 0.5%-ით უფრო დაბალი განაკვეთის სარგებლობით საშუალოდ 3 თვის მანძილზე, წინსწრებისა და გაცემის საკომისიო 0%-ს შეადგენს, ხოლო წლიური კი 26.95 %-ს.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს სვისკაპიტალის ოქროს ლომბარდის სერვისით, საჭიროა დაუკავშირდეს ამ მიკრო საფინანსო ორგანიზაციას ნომერზე - 2 300 300; ან შეავსოს განაცხადი ფილიალში მისვლით, კერძოდ კი თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებში. ამასთან, საჭიროა საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის მოწმობს წარდგენა ოქროს ლომბარდის სესხის მისაღებად სვის კაპიტალში.
სვის კაპიტალში, მომხმარებლებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ლომბარდის სესხის დაფარვის სასურველი პერიოდი და ამასთსან, ისარგებლონ ინდივიდუალური გადახდის გრაფიკით, როგორც ყოველთვიურად ისე მხოლოდ სესხის პროცენტით, ან/და პროცენტიც და ძირიც ერთად. არსებობს დაფარვის შემდეგი ორი ტიპი: ანუიტეტური (როდესაც მომხმარებელი ფარავს ძირსა და პროცენტს ერთდროულად) და მარტივი (როდესაც მომხმარებელი ყოველთვიური გადახდის გრაფიკით ფარავს სესხის მხოლოდ პროცენტს). Swisscapital -ში ოქროს სალომბარდე სესხზე თიბისი ფეის ტერმინალების, მობილური ბანკის აპლიკაციისა და ვებ გვერდის tbcpay.ge საშუალებით წარმოებს დისტანციური გადახდები.
სვის კაპიტალში იპოთეკური სესხით სარგებლობაც არის შესაძლებელი. მაგალითად, თუ მომხმარებელი ფლობს ბინას, კომერციულ ან საოფისე ფართს, ან საკუთარ სახლს და ესაჭიროება სასწრაფოდ გარკვეული რაოდენობის თანხა, swisscapital -ში შეძლებს სულ რაღაც 1 დღეში მიიღოს დაახლოებით 100 000 ლარამდე თანხა, როგორც ბიზნესის, ისე პირადი საჭიროებისა და მიზნებისთვის.
სვის კაპიტალის იპოთეკური სესხი (ipotekuri sesxi) უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაიცემა, ეს შეიძლება იყოს კომერციული ფართი ან საცხოვრებელი ბინა, რომელიც იტვირთება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სვის კაპიტალის იპოთეკით. აღსანიშნავია, რომ ამ მიკრო საფინანსო კომპანიაში მხოლოდ უძრავი ქონება განიხილება, რომელიც თბილისსა და მის შემოგარენში მდებარეობს, ან შესაძლებელია ბათუმშიც. იპოთეკური სესხის აღება კომპანიაში შეიძლება საშუალოდ 3 თვიდან - 10 წლამდე.
იპოთეკური სესხის ხელშეკრულება, როგორც წესი ფორმდება ნოტარიუსთან ან რეესტრში. სვის კაპიტალის იპოთეკური სესხის ასაღებად საჭიროა მომხმარებელმა წარმოადგინოს შემდეგი სახის, დოკუმენტები, როგორიცაა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. გარდა ამისა, საჭიროა პირი დარეგისტრირდეს იპოთეკის საჯარო რეესტრში, სადაც, სტანდარტული ტარიფი არის 50 ლარი; მომდევნო დღეს არის 150 ლარი; ხოლო იმავე დღეს შეადგენს 200 ლარს.
სვის კაპიტალში შესაძლებელია ბიზნეს და აგრო სესხის აღებაც, რომელიც მომხმარებელს შეუძლა მიიღოს 100 000 ლარამდე ლიმიტით. ბიზნეს და აგრო სესხი გაიცემა სულ რაღაც ერთ დღეში და შესაძლებელია სესხით სარგებლობა 11 თვემდე ვადითა და საშეღავათო პერიოდით. ამ მხრივ, სვის კაპიტალი საკმაოდ მოქნილ პირობებს სთავაზობს მომხმარებელს, კერძოდ უზრუნველყოფის გარეშე, ან/და უზრუნველყოფის სასურველი ფორმით. იხილეთ ქვემოთ დეტალურად:
ბიზნეს და აგრო სესხი უზრუნველყოფის გარეშე:
ბიზნეს და აგრო სესხი მანქანის უზრუნველყოფით:
ბიზნეს და აგრო სესხი უძრავი ქონების უზრუნველყოფით: