ავტო ლომბარდი (avto lombardi)

ავტო ლომბარდი (avto lombardi) საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც გარკვეული რაოდენობის თანხა ესაჭიროებათ სხვადასხვა მიზეზების გამო. ავტო ლომბარდით სარგებლობა მომხმარებლებს არაერთ დაწესებულებაში შეუძლიათ, მაგალითად, როგორიცაა ბანკები და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები. პირობები, წესები, ვალდებულებები თუ ვადები თითოეულ ბანკსა თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში განსხვავებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი გაეცნოს თითოეული მათგანის პირობებსა და შემოთავაზებებს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომლის ავტო ლომბარდის სერვისით ისარგებლებს.

ამ სტატიაში იხილავთ სხვადასხვა ბანკისა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ და ეფექტურ ავტო ლომბარდს.

Mogo.ge ავტო ლომბარდი

მათ ვისაც ავტომობილის შეძენა სურთ და ამისათვის არ აქვთ საკმარისი თანხა და ფინანსები, ასეთ შემთხვევაში ავტო ლომბარდი, იგივე ავტო ლიზინგი საკმაოდ ხელსაყრელი და შეიძლება ითქვას საუკეთესო საშუალებაა თანხის მოკლე დროში მისაღებად. Mogo.ge არის მიკრო საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში და ჰყავს 100 000 -ზე მეტი ერთგული მომხმარებელი, მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით.

მოგოს ავტო ლიზინგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სურვილებბი აიხდინონ და შეძლონ დიდი მოცულობის თანხის სესხებაც, რომელსაც განსაზღვრულ ვადაში დააბრუნებენ. მოგოში შესაძლებელია სასურველი მანქანის შერჩევა, რომლის ყიდვაც მომხმარებელს სურს. ამისათვის, მომხმარებელი უნდა ეწვიოს ამ მიკრო საფინანსო ორგანიზაციის ვებ გვერდს – Mogo.ge და შეავსონ ონლაინ განაცხადი. მოგო უზრუნველყფოს, რომ მომხმარებლებს ზუსტი პასუხი მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში გააგებინონ. ავტო სესხი კი გაიცემა ავტომობილის ღირებულების დაახლოებით 100% -მდე ოდენობით.

მოგოში მანქანებს აფასებენ ამ მიკრო საფინანსო ორგანიზაციის ავტო შემფასებელები. მოგო კი ხდება ავტომობილის დროებითი მფლობელი, ხოლო მომხმარებელს კი საშუალება აქვს ჩვეულებრივ გააგრძელოს ავტომანქანის მართვა. იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ავტო სესხის მიღება მოგოში, საჭიროა მანქანა გაფორმებული იყოს თავად მომხმარებლის სახელზე. მოგოში ავტო სესხის აღება და ავტო ლომბარდით/ავტო ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ 21 წლის ასაკიდან. Mogo -ს ავტო ლომბარდის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საშუალოდ 85 პროცენტს.

Mogo საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ისარგებლონ ავტო სესხით ან/და ავტო ლიზინგით/ლომბარდით, თანაც ისე, რომ მომხმარებელმა მარტივად შეძლოს ავტო სესხის მიღება ავტომანქანის ღირებულების 100% -მდე და გააგრძელოს მანქანის მართვა. ავტო სესხის თანხას მომხმარბელი დადებითი პასუხის შემთხვევაში იმავე დღეს იღებს. ავტო ლომბარდის სესხის ოდენობა კი დაახლოებით 1 000 -დან 27 000 ლარამდეა, ხოლო ავტო სესხის დაფარვის პერიოდი მოიცავს საშუალოდ 3 -დან 72 თვეს (ანუ მაქსიმუ 6 წელი ვადით).

რაც შეეხება, ავტო ლომბარდით მიღებული სესხის გადასახად თანხას და მის ოდენობას, იგი განისაზღვრება მომხმარებლის მიერ აღებული ავტო სესხის ოდენობისა და დაფარვის ხანგრძლივობის მიხედვით. ავტო სესხის აღება მოგოში მარტივად არის შესაძლებელი, როგორც ადგილზე მისვლით, ისე ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

მომხმარებელს, რომელსაც სურს ავტო სესხის მიღება ავტო ლომბარდის მეშვეობით, ევალება, რომ შეავსოს სპეციალური სესხის განაცხადის ფორმა – განაცხადის შევსება კი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი: მოგოს ვებ გვერდი, ტელეფონი (ცხელი ხაზი), ან/და მიკრო საფინანსო ორგანიზაციის მომსახურების ცენტრი. მანქანის შეფასება ხდება მას შემდეგ, რაც მოგოს გამოცდილი ექსპერტი შეაფასებს მომხმარებლის ავტომობილს, და შესთავაზებს ავტო სესხის ოდენობას. შემდგომ ეტაპზე, მომხმარებელი აფორმებს ავტო ლომბარდის ხელშეკრულებას – დადასტურების შემდეგ კი ხელშეკრულებას კლიენტთა მომსახურების ცენტრში აფორმებს. აღსანიშნავია, რომ ხოლო ავტო სესხის გაცემა, სესხის განაცხადის განხილვა და მანქანის შეფასება არის უფასო.

VTB ავტო ლომბარდი

ავტო ლომბარდი (avto lombardi) და ავტო სესხის გაცემა, შესაძლებელია ბანკშიც, როგორიცაა ვითიბი ბანკი VTB, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო და მიმზიდველი პირობებით სთავაზობს ავტო ლომბარდს. VTB -ში მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღო საჭირო თანხა მარტივად და სწრაფად, საკუთარი მანქანის უზრუნველყოფით. VTB ბანკი, მომხმარებლებს, რომლებიც მათთან ირჩევენ ავტო ლომბარდით სარგებლობას, სესხის თანხასთან ერთად, საჩუქრად სთავაზობს შემდეგ ვარიანტებს, როგორებიცაა:

– ავტომობილის საწვავის 100 ლარიანი ვაუჩერი;

– ავტო სესხის პირველი თვის პროცენტი;

– ავტო სესხის გადახდილ პროცენტზე 5% -იანი ქეშბექი;

– ავტო სესხი გაიცემა საკომისიოსა ან/და ვადაგადაცილების ჯარიმის გარეშე.

ამასთან, VTB -ში ავტო სესხის მინიმალური თანხა საშუალოდ 1 000 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური თანხის ოდენობა კი 50 000 ლარი გახლავთ. ავტო სესხის დაფარვის ვადა 3 -დან 72 თვემდეა (ანუ მაქსიმუმ 6 წელი). აღსანიშნავია, რომ ავტო სესხის მიღების შემთხვევაში ბანკი მომხმარებელს არ ავალდებულებს და არ სთხოვს ავტომობილის დაზღვევას.

გარდა ზემოთ აღნიშნული პირობებისა, VTB ბანკს აქვს გარკვეული სახის ე.წ. ბენეფიტები მომხმარებლებისთვის, რომელიც მოქმედებს მხოლოდ სპეციალურ შემთხვევებში, როგორებიცაა, მაგალითად:

მომხმარებელს ავტო ლომბარდის თაობაზე განაცხადი შეუძლია გააკეთოს ონლაინ პლატფორმის გამოყენებით, კერძოდ კი ვითიბი ბანკის ვებ გვერდიდან. ავტო ლომბარდის სესხის პარამეტრები მოიცავს შემდეგ აუცილებლად შესავსებ ველებს, როგორიცაა ინფორმაცია ავტომობილის სავარაუდო ღირებულების შესახებ (ლარის კურსში), სესხის სასურველი ოდენობა (ლარის კურსში), მისაღები სესხის ვადა/ხანგრძლივობის პერიოდი, რომელიც შესაძლებელია 3 დან – 6 თვემდე (72 თვე), ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობას კი საიტი ავტომატურად გამოიანგარიშებს მოთხოვნილი თანხის შესაბამისად.

გარდა ამ ინფორმაციისა, იმისათვის რომ მომხმარებელმა ისარგებლობს VTB -ის ავტო ლომბარდით, საჭიროა შეიყვანოს პირადი ინფორმაციაც, მაგალითად, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და მოქმედი ელ.ფოსტა).

სიახლეები

სესხის კალკულატორი (sesxis kalkulatori)

რა არის სესხის კალკულატორი სესხის კალკულატორი (sesxis kalkulatori) არის ავტომატიზირებული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაადგინონ მათ მიერ მითითებული და მოთხოვნილი სესხის გადახის წლიური საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური გადასახადი და წლიური გადასახდელი თანხა. მაგალითად, სესხის კალკულატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას იპოთეკის გაანგარიშებისთვის, რომლის ძირითადი ცვლადები მოიცავს სესხის ძირს, ბალანსს, პერიოდულ საპროცენტო განაკვეთს, წელიწადში გადახდების რაოდენობას, სესხის გადასახდელ საერთო რაოდენობასა და გადახდის რეგულარულ თანხას. უფრო რთულ კალკულატორებს შეუძლია გაითვალისწინონ გირაოსთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორიცაა ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადები და მათ შორის დაზღვევა. რისთვის

ექსპრეს სესხი (express sesxi)

რა არის ექსპრეს სესხი (express sesxi) ექსპრეს სესხი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სწრაფი, მომხმარებლის ინტერესებზე და მოთხოვნაზე მორგებული და მოქნილი სესხი. ექსპრეს სესხის თანხის მისაღებად, მომხმარებლებს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის წარგენა ესაჭიროებათ, ყოველგვარი სხვა სახის დოკუმენტებისა თუ თავად ფილიალში მისვლის გარეშე. მაშინ, როდესაც მოულოდნელად თანხა დაგჭირდებათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველაზე სწრაფი მომსახურების მისაღებად, ექსპრეს სესხი (express sesxi) დაგეხმარებათ. ფაქტობრივად, ექსპრეს სესხის მეშვეობით აღარ იქნებით ფინანსებთან დაკავშირებულ ფორს-მაჟორულ და გამოუვალ მდგომარეობაში. ექსპრეს სესხის უპირატესობები ექსპრეს