შეგიძლიათ შეიძინოთ თვითმფრინავის ავიაბილეთები საიტზე

სესხის კალკულატორი (sesxis kalkulatori)

რა არის სესხის კალკულატორი

სესხის კალკულატორი (sesxis kalkulatori) არის ავტომატიზირებული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაადგინონ მათ მიერ მითითებული და მოთხოვნილი სესხის გადახის წლიური საპროცენტო განაკვეთი, ყოველთვიური გადასახადი და წლიური გადასახდელი თანხა.

მაგალითად, სესხის კალკულატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას იპოთეკის გაანგარიშებისთვის, რომლის ძირითადი ცვლადები მოიცავს სესხის ძირს, ბალანსს, პერიოდულ საპროცენტო განაკვეთს, წელიწადში გადახდების რაოდენობას, სესხის გადასახდელ საერთო რაოდენობასა და გადახდის რეგულარულ თანხას. უფრო რთულ კალკულატორებს შეუძლია გაითვალისწინონ გირაოსთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, როგორიცაა ადგილობრივი და სახელმწიფო გადასახადები და მათ შორის დაზღვევა.

რისთვის გამოიყენება სესხის კალკულატორი

სესხის კალკულატორი გამოიყენება ამორტიზაციის პროცესის საფუძველზე სესხის (ან ჩვეულებრივ გირაოს) გადასახდელი პერიოდული თანხის დასადგენად. სესხის დაფარვის მოდელი ყოველ განვადებაში ასახავს სხვადასხვა პროცენტს და ძირითად თანხას, თუმცა თითოეული გადახდის საერთო თანხა იგივეა.

სესხის კალკულატორი ხშირად გამოიყენება სესხის, ანუ მომხმარებლის მიერ მიღებული თანხის გრაფიკის კორექტირებისთვის, სანამ ყოველთვიური გადასახადი მოხვდება ბიუჯეტში და შეიძლება შეიცვალოს საპროცენტო განაკვეთიც, რათა მომხმარებელმა დაინახოს სხვაობა, რითაც უკეთესი განაკვეთი შეიძლება გამოჩნდეს მისთვის. სესხის კალკულატორს ასევე შეუძლია გამოავლინოს დოლარის ზუსტი ოდენობა, რომელიც გადადის პროცენტისკენ და დოლარის ზუსტი თანხა, რომელიც გადადის ძირითადი თანხის თითოეული ინდივიდუალური გადასახადიდან. სესხის დაფარვის გრაფიკი კი წარმოადგენს ცხრილს, რომელიც ასახავს მომხმარებლის მიერ აღებული სესხის ოდენობის ციფრებს სესხის ხანგრძლივობის მიხედვით ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.

სესხის კალკულატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას მარტივად ონლაინ. თითოეულ მიკრო საფინანსო ორგანიზაციას და ბანკს. თითოეული სესხის კალკულატორი კი ორგანიზაციის მიერ დაწებული წესებისა პირობების მიხედვით ანგარიშობს როგორც სესხის გაცემის მინიმუმ და მაქსიმუმ რაოდენობას, ისე სესხის ხანგრძლივობას, დაფარვის პერიოდს, და ამ ყოველივეს გათვალისწინებით იანგარიშებს წლიური თუ თვიური განაკვეთის პროცენტს.

მაგალითად, Vivus.ge -ის სარგებლობის შემთხვევაში, მინიმუმ 300 ლარის ხოლო მაქსიმუმ კი 3 000 ლარის სესხის გატანა შეგიძლიათ, 3 -დან 24 -თვემდე ვადით. მას შემდეგ, რაც თქვენ მიუთითებთ სასურველი თანხის ოდენობას, მაგალითად, თუ გსურთ 2 500 ლარიანი სესხის აღება 12 თვიანი ვადით, Vivus -ის სესხის გამომთვლელი ავტომატურად გამოგითვლით თუ რა ვადაში და რა რაოდენობის თანხის დაბრუნება მოგიწევთ, შესაბამის პროცენტულ განაკვეთში. ამ შემთხვევაში კი მომხმარებლის ყოველთვიული გადასახადი იქნება 252.66 ლარი, ჯამში კი 3031.92 ლარი მოუწევს; აქედან წლიური ნომინალური გახლავთ 37,2 პროცენტი, ხოლო სესხის წლიური ეფექტური კი შეადგენს 44,94 პროცენტს.

აღსანიშნავია, რომ სესხის კალკულატორი და მისი დაანგარიშების სტრუქტურა ითვლის მიკრო საფინანსო ორგანიზაცისაა თუ ბანკის მიერ შემოთავაზებული რაოდენობის, ვადის და საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. შესაბამისად, შესაძლებელია მსგავსი რაოდენობის სესხზე, სხვა ბანკა თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში განსხვავებული პირობები და პროცენტული მაჩვენებლები დაგხვდეთ.

სესხის კალკულატორი და მსგავსი გამომთვლელი ინსტრუმენტები

სესხის კალკულატორი ანუ სესხის გამომთვლელი არის ინსტრუმენტი, რომელიც ითვლის სესხის დაფარვის რაოდენობას მისი ხანგრძლივობის მიხედვით. თუმცა, გარდა სესხის გამომთვლელისა, კიდევ არსებობს სხვადასხვა ტიპის გამომთვლელი მოწყობილობები, რომლებიც მარტივად გამოყენება და შედეგს სწრაფადვე აჩვენებს, როგორც სესხის კალკულატორი.

არსებობს სესხის ვადიანი ანაბრის გამომთვლელი, სადაც მომხმარებელმა უნდა მიუთითოს შემდეგი საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა ვალუტის სასურველი კურსი, სესხის მისაღები თანხის ოდენობა, ვადა თვეებში (რომელიც ძირითადად განისაზღვება 3 -დან 24 თვემდე ვადით) და ასევე ყოველთვიური გატანის სურვილის მონიშვნა. მაგალითად, ტერაბანკით სარგებლობის შემთხვევაში, 500 ლარის სესხის შემთხვევაში, 5 თვესა და ყოველთვიური გატანის შემთხვევაში, მომხმარებელს საპროცენტო სარგებელი იქნება დაახლოებით 9.4 პროცენტი, ხოლო სულ პროცენტის თანხა კი 19.57 -ს შეადგენს.

შემდეგი ტიპის სესხის კალკულატორს შორის შეიძლება დასახელდეს სესხის ზრდადი ანაბრის გამომთვლელი, მაგალითად თუ ვალუტაში მიუთითებლ ქართულ ლარს, ასევე აუცილებელია მიუთითოთ ვადა თვეებში, რომელიც ტერაბანკის გამოყენების შემთხვევაში 6 -დან 24 -თვემდე ვადით განისაზღვრება, პირველი შენატანის შემთვევაში თუ მიუთითებთ 300 ლარს, ხოლო ყოველთვიურ გადასახადს 200 ლარს მიუთითებთ, ყოველთვიური გატანის გარეშე, სესხის საპროცენტო სარგებელი ამ შემთხვევასი იქნება დაახლოებით 9.15 პროცენტი, სულ თანხა კი 1336.83 ლარი.

სიახლეები

ავტო ლომბარდი (avto lombardi)

ავტო ლომბარდი (avto lombardi) საუკეთესო საშუალებაა მათთვის ვისაც გარკვეული რაოდენობის თანხა ესაჭიროებათ სხვადასხვა მიზეზების გამო. ავტო ლომბარდით სარგებლობა მომხმარებლებს არაერთ დაწესებულებაში შეუძლიათ, მაგალითად, როგორიცაა ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები . პირობები, წესები, ვალდებულებები თუ ვადები თითოეულ ბანკსა თუ მიკრო საფინანსო ორგანიზაციაში განსხვავებულია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი გაეცნოს თითოეული მათგანის პირობებსა და შემოთავაზებებს, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება თუ რომლის ავტო ლომბარდის სერვისით ისარგებლებს. ამ სტატიაში იხილავთ სხვადასხვა ბანკისა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს მარტივ და ეფექტურ ავტო ლომბარდს. Mogo.ge

ექსპრეს სესხი (express sesxi)

რა არის ექსპრეს სესხი (express sesxi) ექსპრეს სესხი არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, სწრაფი, მომხმარებლის ინტერესებზე და მოთხოვნაზე მორგებული და მოქნილი სესხი. ექსპრეს სესხის თანხის მისაღებად, მომხმარებლებს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის წარგენა ესაჭიროებათ, ყოველგვარი სხვა სახის დოკუმენტებისა თუ თავად ფილიალში მისვლის გარეშე. მაშინ, როდესაც მოულოდნელად თანხა დაგჭირდებათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ყველაზე სწრაფი მომსახურების მისაღებად, ექსპრეს სესხი (express sesxi) დაგეხმარებათ. ფაქტობრივად, ექსპრეს სესხის მეშვეობით საშრობი აღარ იქნებით ფინანსებთან დაკავშირებულ ფორს-მაჟორულ და გამოუვალ მდგომარეობაში. ექსპრეს სესხის უპირატესობები ექსპრეს